| [00:06.000] |
საყვარლის საფლავს ვეძებდი, |
| [00:12.000] |
ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!.. |
| [00:18.000] |
გულამოსკვნილი ვჩიოდი: |
| [00:24.000] |
„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“ |
| [00:30.000] |
გულამოსკვნილი ვჩიოდი: |
| [00:36.000] |
„სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“ |
| [00:42.400] |
ეკალში ვარდი შევნიშნე, |
| [00:49.000] |
ობლად რომ ამოსულიყო, |
| [00:55.000] |
გულის ფანცქალით ვკითხავდი: |
| [01:01.000] |
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“ |
| [01:07.000] |
გულის ფანცქალით ვკითხავდი: |
| [01:13.770] |
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“ |
| [01:20.000] |
სულგანაბული ბულბული |
| [01:26.000] |
ფოთლებში მიმალულიყო, |
| [01:32.000] |
მივეხმატკბილე ჩიტუნას: |
| [01:38.640] |
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“ |
| [01:44.560] |
მივეხმატკბილე ჩიტუნას: |
| [01:51.000] |
„შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“ |
| [01:57.000] |
შეიფრთქიალა მგოსანმა, |
| [02:03.000] |
ყვავილს ნისკარტი შეახო, |
| [02:09.890] |
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა, |
| [02:15.890] |
თითქოს სთქვა: „დიახ, დიახო!“ |
| [02:22.000] |
ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა, |
| [02:28.000] |
თითქოს სთქვა: „დიახ, დიახო!“ |
| [02:34.810] |
„ეგ არის, რასაც ეძებდი, |
| [02:40.870] |
მორჩი და მოისვენეო! |
| [02:47.000] |
დღე დაიღამე აწ ტკბილად |
| [02:53.000] |
და ღამე გაითენეო! |
| [02:59.810] |
დღე დაიღამე აწ ტკბილად |
| [03:05.810] |
და ღამე გაითენეო! |